ქატო – წონაში კლების პოპულარული საშუალება

ქატო ყოველთვის ითვლებოდა სასოფლო-სამეურნეო წარმოების ნარჩენებად და არა გასტრონომიულ პროდუქტად. თუმცა უკანასკნელ პერიოდში დიეტოლოგების მიერ რეკომენდირებულმა ქატოს სასარგებლო თვისებებმა ის საკმაოდ პოპულარულ პროდუქტად აქცია.

ქატო – საკვები უჯრედისია, რომელიც ძირითადად გადამუშავებული მარცვლეულის ნარჩენის გარსისგან შედგება. ის ასევე შეიცავს მარცვლეულის ჩანასახებს. ერთი სიტყვით, ქატო დაუმუშავებელი მარცვლოვანი მასაა, რომელშიც მთლიანი მარცვლის აქტიური კომპონენტების 90%-ია თავმოყრილი. ქატოს საშუალებით პრაქტიკულად ყველა სასარგებლო ნივთიერებების მიღებაა შესაძლებელი, რომელსაც მარცვლეული შეიცავს და რომელიც არ გააჩნია, ან მიზერული რაოდენობით შეიცავს გადამუშავებული თეთრი ფქვილი.

ქატოს სახეობები

მარცვლის ფქვილად და ბურღულად გადამუშვების მიხედვით ქატო არსებობს – ხორბლის, ჭვავის, შვრიის, ბრინჯის, წიწიბურის. ქატო თავის მხრივ, დაქუცმაცების ტიპის მიხედვით იყოფა უხეშ ქატოდ და წვრილ ქატოდ. გარდა ამისა, შეიძლება არა მარტო ერთი სახის ქატოს შეძენა, არამედ შერეულისაც, რომელიც რამდენიმე სახეობის ქატოს შეიცავს. არსებობს მზა ფაფები, რომელთაც დამატებული აქვთ სხვადასხვა ტიპის ქატო.

ქატო  შეიძლება დაემატოს პრაქტიკულად ყველა კერძს: სალათს, სუპს, ფაფას, ხაჭოს, მაწონს, კისელს და ა.შ. ამასთან, ქატოს მისაღებად არაა აუცილებელი სპეციალურ დიეტაზე ყოფნა, რათა მისი დადებითი თვისებების საშუალებით ისიამოვნოთ. თუმცა, ქატოს მიღებას პარალელურად მასთან სწორი კვების კომბინირება, საუკეთესო ეფექტის მიღების შესაძლებელობას იძლევა.

დიეტოლოგების თვალსაზრისით ყველა ტიპის ქატოა სასარგებლო, თუმცა უპირატესობა მაინც ხორბლის ქატოს ენიჭება, ასევე გამოყოფენ შვრიის ქატოსაც. სწორედ მათ ჩართვას ურჩევენ დიეტოლოგები დიეტურ რაციონში. ერთერთი ცნობილი დიეტა, რომლის დროსაც რეკომენდირებული შვრიის ქატოს ჩართვა დუკანის დიეტაა, რომელიც ძირითადად ცილოვან რაციონზეა აგებული და ქატოს მიღება აუცილებელია ყაზბობის თავიდან ასაცილებლად.

სასარგებლო თვისებები

ქატო  წარმოადგენს კონცენტრირებული სახის უჯრედისს, საკვებ ბოჭკოს. კუჭ-ნაწლავში მოხვედრის შემდეგ ის მოქმედებს როგორც ადსორბენდტი. უჯრედისის ბოჭკო არ შეიწოვება და არ გადამუშავდება, მაგრამ ის კუჭ-ნაწლავში აგროვებს მთელს ნაგავს ტოქსინების, შლაკების, ქოლესტერინის და მძიმე მეტალების სახითაც კი და მათ გარეთ გამოდევნის. ასეთი სახით მოქმედი ტენოლოგიის საშუალებით ეს პროდუქტი რამდენიმე სასარგებლო თვისებით ხასიათდება: აწესრიგებს კუჭ-ნაწლავის მოქმედებას, თრგუნავს მადას, ამცირებს სისხლში ქოლესტერინის დონეს და იწვევს წონის დაკლებას.

გარდა წონის დაკლების ეფექტისა და საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მუშაობის მოწესრიგებისა, ქატოს სხვა სამკურნალო თვისებებიც გააჩნია. კვებაში ქატოს რეგულარული მოხმარების შემდეგ იზრდება ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარი დაავადებების მიმართ, დიაბეტის დროს ამცირებს სისხლში შაქრის დონეს, დაბლა სწევს არტერიულ წნევას. ქატო სასარგებლოა ნაღველის შეგუბების, ღვიძლის ფუნქციის დარღვევისას და ყაზბობის დროს.

ქატო ადამიანისათვის აუცილებელ და სასარგებლო ნივთიერებებს შეიცავს – B ჯგუფის ვიტამინებს, კაროტინს, E ვიტამინს, კალიუმს, მაგნიუმს, ქრომს, თუთიას, სპილენძს, სელენს და სხვ.

ქატო გახდომისათვის

გარდა იმისა, რომ ქატო ორგანიზმს ასუფთავებს, რაც თავისთავად აუცილებელი და სასიამოვნო ფაქტია, საკვები უჯრედისი სწრაფი დანაყრების ეფექტსაც ქმნის. ქატო მიიზიდავს სითხეს, ფუვდება და ავსებს კუჭს, რის შედეგადაც ითრგუნება შიმშილის გრძნობა. ქატო აჩქარებს კუჭ-ნაწლავის პერესტალტიკას, რის გამოც მცირდება საკვების შეთვისება, ანუ მიღებული კალორიები ნაკლები დოზით შეიწოვება. ასევე, უჯრედისი ქმნის კარგ გარემოს კუჭ-ნაწლავის მიკროფლორის გასამრავლებლად. ასე რომ ქატოს გამოყენებას დისბაქტერიოზისგან გათავისუფლებაც შეუძლია.

როდის არ შეიძლება ქატოს მიღება?

თუმცა საჭიროა ვიცოდეთ, რომ ასეთ იდეალურ პროდუქტსაც აქვს უკუჩვენებები. ამიტომ სანამ ქატოს გახდომის მიზნით გამოიყენებდეთ, უმჯობესი იქნება თუ გასტროენტეროლოგთან ან თერაპევტთან მაინც გაივლით კონსულტაციას. ქატოს მიღება არაა რეკომენდირებული გასტრიტის მწვავე ფორმის, წყლულის, ყაზბობის და ინფექციური ენტერიტის დროს. მსგავსი ანთებითი პროცესების ჩაცხრობის შემდეგ თანდათან შეიძლება ქატოს მიღების განახლება, ოღონდ საწყის ეტაპზე მცირე დოზებით.

ქატოს გამოყენება ფრთხილად, ფანატიზმის გარეშეა საჭირო, ზომიერების დაცვით. თუ საკვებში მკვეთრად გაზრდით უჯრედისის რაოდენობას, შეიძლება თავი არასასიამოვნო სიმპტომებმა იჩინოს: მუცლის შებერვა, მეტეორიზმის მომატება, გულისრევა, დიარეა. არაა სასურველი ქატოს ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში მიღება, ის შეიძლება არამარტო საჭირო ვიტამინებს და მიკროელემენტებსაც შეიცავდეს, არამედ ტოქსინებსაც, მაგ: პესტიციდებს. ამიტომ უმჯობესია პერიოდული კურსის მიხედვით გამოყენება.

ქატოს მიღების წესები

ქატოს მიღება უმჯობესია მცირე დოზით დაიწყოთ და თანდათან (ოღონდ არანაკლებ ორი კვირის მერე) გაზარდოთ მისი რაოდენობა. რადგან ქატო მოქმედებს მხოლოდ სითხის შეწოვის შედეგად, ამიტომ აუცილებელია მისი გამოყენება წყალთან ერთად, წინააღმდეგ შემთხვევაში ეფექტი არ იქნება. დაიმახსოვრეთ ეს აუცილებელი პირობა – ქატო წყლის გარეშე არ მუშაობს!

ქატო გასახდომად შემდეგნაირად უნდა გამოიყენოთ. ქატოს დაასხით ადუღებული წყალი და გააჩერეთ. წყლის გაგრილების შემდეგ გადაწურეთ, ხოლო ქატო შეჭამეთ ან დაუმატეთ ძირითად კერძს.  დასაწყისში ორგანიზმის ადაპტაციის მიზნით მიიღეთ დღეში სამჯერ ½ ჩაის კოვზი. 2 კვირის შემდეგ დოზა 1 სუფრის კოვზამდე გაზარდეთ. თუ ქატოს ცალკე ჭამთ, უმჯობესია მაშინ ჭამამდე 15-20 წუთით ადრე მიიღოთ და მიაყოლოთ წყალი. არ გადააჭარბოთ ქატოს სადღეღამისო ნორმას – 30გრ.-ს. გაითვალისწინეთ ქატო უნდა მიიღოთ ან ჭამამდე ან ჭამის დროს. ჭამის შემდეგ მის მიღებას არა აქვს სასურველი ეფექტი.

მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ ქატოს სხვა პროდუქტებთან შეთავსება. მაგალითად, ქატო ჭარხალთან ერთად სასარგებლოა ჭარბწონიანობის, ჰიპერტონიის, თირკმელების დაავადების, დიაბეტის, არითმის და ათეროსკლეროზის დროს.

ჰოლივუდის 10 ყველაზე დაგრეხილფეხებიანი ვარსკვლავი

გამოვლინდა 10 ყველაზე დაგრეხილი ფეხების მქონე ვარსკვლავი, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს ბოლო, მე-10 ადგილი დაიკვა angelina jolie-იმ, დანარჩენი ადგილები კი შემდეგნაირად გადანაწილდა

9 christina aguilera
8 leighton meester
7 michelle trachtenberg
6 mischa barton
5 paris hilton
4 sarah jessica parker
3 kelly osbourne
2 alicia keys
1 whitney port

ჰოლივუდის 10 ყველაზე დაგრეხილფეხებიანი ვარსკვლავი
ჰოლივუდის 10 ყველაზე დაგრეხილფეხებიანი ვარსკვლავი
ჰოლივუდის 10 ყველაზე დაგრეხილფეხებიანი ვარსკვლავი
ჰოლივუდის 10 ყველაზე დაგრეხილფეხებიანი ვარსკვლავი
ჰოლივუდის 10 ყველაზე დაგრეხილფეხებიანი ვარსკვლავი
ჰოლივუდის 10 ყველაზე დაგრეხილფეხებიანი ვარსკვლავი
ჰოლივუდის 10 ყველაზე დაგრეხილფეხებიანი ვარსკვლავი
ჰოლივუდის 10 ყველაზე დაგრეხილფეხებიანი ვარსკვლავი
ჰოლივუდის 10 ყველაზე დაგრეხილფეხებიანი ვარსკვლავი
ჰოლივუდის 10 ყველაზე დაგრეხილფეხებიანი ვარსკვლავი

10 მითი ქალიშვილობის დაკარგვაზე

პირველი სექსუალური კონტაქტი დამოკიდებულია ოჯახის კეთილდღეობაზე, პიროვნების ინტელექტსა და განათლებაზე. რაც უფრო მაღალია ეს მაჩვენებლები, მით გვიან ხდება ქალიშვილობის დაკარგვა.

მითი #1. სტატისტიკურად, პირველი სქესობრივი კონტაქტი 14 -15 წლის ასაკში მყარდება

სინამდვილეში ამ ასაკში თინეიჯერების უმრავლესობა მხოლოდ საუბრობს სექსზე. ბიჭებს კი იმისათვის, რომ თავიანთი მამაკაცობა წარმოაჩინონ, ტყუილების წერაც უყვართ. პირველი სექსუალური კონტაქტი დამოკიდებულია ოჯახის კეთილდღეობაზე, პიროვნების ინტელექტსა და განათლებაზე. რაც უფრო მაღალია ეს მაჩვენებლები, მით გვიან ხდება ქალიშვილობის დაკარგვა.

მითი # 2. საქალწულე აპკი წლების შემდეგ მკვრივდება და რაც გვიან ხდება პირველი სქესობრივი აქტი, მით მტკივნეულია

საქალწულე აპკის ანატომიური აგებულება, კერძოდ კი, მისი სიმკვრივე, ინდივიდუალურია და ასაკზე მისი მდგომარეობა არ არის დამოკიდებული. თუ საქალწულე აპკი 18 წლის ასაკში ელასტიკური იყო, 28 წლისაშიც ასეთივე იქნება.

მითი # 3. სექსუალური ცხოვრების ადრე დაწყება ჯანმრთელობისთვის საზიანოა

მანამ არ ჩამოყალიბდება მიკროფლორა (17-18 წლის ასაკში), საქალწულე აპკი ინფექციისთვის დაბრკოლებაა. საშოში ამ დრომდე ეპითელის ძალიან თხელი შრეა და ის ადვილად ტრავმირდება. ამიტომაც ადრეულმა სქესობრივმა კავშირმა, შესაძლოა, გამოიწვიოს ანთებითი პროცესები და უნაყოფობაც კი.

მითი # 4. სქესობრივი ცხოვრების გვიან დაწყება ჯანმრთელობისთვის საზიანოა

თავის დროზე ბევრ ექიმსაც კი მიაჩნდა, რომ თავის ტკივილები, გამონაყარი სახეზე – დაგვიანებული პირველი სქესობრივი აქტის ბრალია. შესაძლოა, ეს დაავადებები ჰორმონალური დისბალანსით იქნეს გამოწვეული, მაგრამ არანაირად არ არის დამოკიდებული საქალწულე აპკის დარღვევასთან. ძირითადად, ყველა პრობლემა ფსიქიკიდან მოდის.

მითი # 5. ის, ვისაც აქტიური სქესობრივი ცხოვრება აქვს, გინეკოლოგთან ვიზიტი არ სჭირდება

გინეკოლოგთანაც და უროლოგთანაც ჯერ კიდევ 6-7 წლის ასაკშია საჭირო ვიზიტი. დაიმახსოვრეთ, რომ თანამედროვე მედიცინას ძალუძლს გაუმკლავდეს ნებისმიერ დაავადებას საწყის ეტაპზე.

მითი # 6. დეფლორაცია ძალიან მტკივნეული და ტრავმული პროცესია

რა თქმა უნდა, ყველაფერი ინდივიდუალურია, მაგრამ ნორმალურ სიტუაციაში, თუ ქალიშვილი ნორმის ფარგლებში აღგზნებულია, ტრავმული და მტკივნეული ქალწულობის დაკარგვა არ იქნება.

მითი # 7. პირველი პარტნიორი ასაკით უფროსი და გამოცდილი უნდა იყოს

როგორც ყველაფერში, ამ შემთხვევაშიც სასურველია, ასე იყოს. პირველ რიგში იმიტომ, რომ გამოცდილი პარტნიორი პირველივე ცდაზე განაცდევინებს ქალს სიამოვნებას, მაგრამ ეს არანაირ კავშირში არ არის პარტნიორის ასაკთან.

მითი # 8. უკეთესია, სააბაზანოში დაკარგოთ ქალწულობა 

თბილი წყალი ადუნებს კუნთსა და ნერვულ დაბოლოებებს, ხელს უშლის სპაზმის წარმოქმნას და ამცირებს ტკივილს.

მითი # 9. პირველი სექსი პრეზერვატივით უფრო მტკივნეულია

თანამედროვე პრეზერვატივები სპეციალური ნივთიერებით არის დამუშავებული, რომელიც სქესობრივ კავშირს პირიქით – ამარტივებს.

მითი # 10. პირველ ღამეს დაფეხმძიმება არ შეიძლება

აბსოლუტურად შესაძლებელია. ქალის ორგანიზმი ფეხმძიმობისთვის 11-12 წლიდან მზადაა, თუმცა ორგანიზმი დედობისთვის ბოლომდე 18 წლიდან არის მომწიფებული.

ხართ თუ არა ეჭვიანი?

შეეცადეთ უპასუხოდ ჩვენი ტესტის ყველა კითხვას და გაიგებთ არის თუ არა ეჭვიანობა თქვენთვის პრობლემა.
1. ამ ბოლო დროს თქვენი რჩეული ხშირად აგვიანებს სამსახურიდან.  

ა) თქვენ ცდილობთ გაარკვიოთ ხომ არ გაიჩინა მან სამსახურეობრივი რომანი.

ბ) თქვენ თვლით, რომ გადაუდებელი საქმის გამო რთულია ჩაეტიოს განკუთვნილ გრაფიკში.

2.თქვენი პარტნიორი გთავაზობთ, რომ შვებულება გაატაროთ თქვენი სურვილის მიხედვით.

ა) თქვენ დაეჭვდებით, რომ იგი გამოიყენებს შესაძლებლობას და გაემგზვრება მარტო, რათა შეიგრძნოს თავისუფლება.

ბ) თქვენ დაეთანხმებით მას. არაჩვეულებრივი იდეაა ერთმანეთისაგან დასვენება.

3. სიზმარში ის გამოთქვამს სხვა ქალის სახელს. თქვენი მოქმედება:

ა) თქვენ გააღვიძებთ მას და მოსთხოვთ ახსნა განმარტებას.

ბ) სიტუაციის გამუქება არ გიყვართ. ყველაფერი შეიძლება დაგესიზმროთ.

4. შემთხვევით ნახეთ წერილი, რომელიც განკუთვნილია თქვენი რჩეულისთვის. როგორ მოიქცევით:

ა) ფრთხილად გახსნით და წაიკითხავთ.

ბ) იმედოვნებთ, რომ ის თვითონ მოგიყვებათ.

5. თქვენი რჩეული ამ ბოლო დროს დიდ დროს უთმობს საკუთარ გარეგნობას. თქვენი რეაქცია:

ა) თქვენ გაგიხარდებათ, რომ ბოლოსდაბოლოს გაითვალისწინა თქვენი რჩევები და დაიწყო საკუთარი თავის მოვლა.

ბ) თქვენ იფიქრებთ, რომ მას გაუჩნდა გასართობი.

6. თქვენი რჩეულის ოფისში სტაჟირებაზე ეწყობა ახალგაზრდა სიმპატიური გოგონა. თქვენი რეაქცია:

ა) როდესაც თქვენი პარტნიორი გიყვებათ მის შესახებ არ აქცევთ ყურადღებას და ხუმრობთ მასზე.

ბ) შეეცდებით გაიგოთ მის შესახებ მთლიანი ინფორმაცია და დაანახოთ თქვენს რჩეულს მისი მინუსები.

7. თქვენ შემთხვევით პოულობთ წერილს სადაც თქვენს პარტნიორს დანიშნული აქვს შეხვედრა. თქვენი რეაქცია:

ა) კოლეგების ხუმრობა გგონიათ.

ბ) საშინელ ჩხუბს მოუწყობთ.

 

ქულების დათვლა.

1. ა – 2  ბ – 3 

2. ა – 1  ბ – 2

3. ა – 0  ბ – 3

4. ა – 0  ბ – 3

5. ა – 3  ბ – 1

6. ა – 2  ბ – 0

7. ა – 3  ბ – 2

9 ქულამდე
 თქვენ ძალიან ეჭვიანი ხართ. ყველა ცოდვებში ადანაშაულებთ თქვენს პარტნიორს. თქვენ ყოველ ქალში ხედავთ კონკურენტს. უმჯობესი იქნებოდა თუ არ გაართულებდით ცხოვრებას არც თქვენთვის არც თქვენი რჩეულისთვის.
9 – 15 ქულამდე
 თქვენ კარგათ გესმით, რომ ეჭვიანობას აზრი არ აქვს, მაგრამ თავის ხელში აყვანა არ შეგიძლიათ. საერთოდ არ ფიქრობთ, რომ ეჭვიანობამ შეიძლება გაგილამაზოთ ცხოვრება.
16 – 19 ქულამდე
 თქვენ ძალიან გაწონასწორებული და თავდაჯერებული ხართ. თქვენი ნებისყოფა და გამოცდილება გარანტიაა ოჯახური ბედნიერებისთვის.